ანომალური სიცხეები აშშ-სა და კანადაში

01 ივლისი 2021, 14:21 717 ნახვა

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კანადაში რეკორდული სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

ორეგონის შტატში გასული კვირის პარასკევიდან დღემდე ჰიპერთერმიის დიაგნოზით  63 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონსა და ორეგონში ტემპერატურამ შესაბამისად 48 და 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. 

კანადაში, ქალაქ ლიტონში უკვე სამი დღეა რეკორდული სიცხეა.

თერმომეტრმა 29 ივნისს 49.5 გრადუსი აჩვენა. ეს კანადაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში