ბრიტანეთის ელჩის შეხვედრები აჭარაში

29 ივნისი 2021, 15:00 852 ნახვა

საქართველოს სუვერენიტეტი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაცია  განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა. 

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის  არსებულ ურთიერთობაზეც. მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელშიც, ბათუმს როგორც საპორტო ქალაქს, მნიშვნელოვანი როლი აქვს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი ხომალდი ბათუმში 26 ივნისს შემოვიდა.

ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

დიდი ბრიტანეთის ელჩი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც იმყოფებოდა.  მარკ კლეიტონი ბიბლიოთეკის ისტორიას გაეცნო და  რარიტეტულ წიგნად  ფონდში დაცული ბრიტანელი ავტორების გამოფენა დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-ბრიტანული  ურთიერთობების ამსახველი მასალები.

დაიგეგმა თანამშრომლობა და მუნიციპალურ ბიბლიოთეკებს შორის მჭიდრო  ურთიერთობების დამყარება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში