სპეციალური ძალების საკვალიფიკაციო პროგრამის კანდიდატების წყალზე მომზადება დასრულდა

27 ივნისი 2021, 15:10 1085 ნახვა
00:00
00:00

ბობოყვათის სანაპიროზე სპეციალური ოპერაციების ძალების საკვალიფიკაციო  პროგრამის კანდიდატებმა წყალზე მომზადების კომპონენტი დაასრულეს, რომელიც დღისა და ღამის პირობებში წყალზე დაბრკოლებების გადალახვას, წყლის გადალახვისთვის საჭირო საშუალებების მომზადებას, ზურგჩანთებში არსებული ნივთების შეფუთვას და ტივის შეკვრას, ასევე დაშავებულის წყალზე გადაყვანის ამოცანების დაძლევას მოიცავდა. 

წყალზე მომზადების სავარჯიშოები ორი კვირის განმავლობაში 27-მა  მსმენელმა გაიარა. კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სპეციალური ოპერაციების ძალებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი