ყრუ - უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ეგიდით, სოციალურ საწარმო „თავისუფალ სივრცეში“ ყრუ-უსინათლო პირთა კლუბის პრეზენტაცია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა.
ცნობიერების ამაღლების კვირეული საქართველოში უკვე მესამე წელია აღინიშნება და 21 ივნისიდან 27 ივნისამდე გრძელდება.