ბათუმი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გლობალურ კამპანიას ,,ქალაქები ლტოლვილებთან ერთად’’ შეუერთდა. არჩილ ჩიქოვანმა დღეს გლობალურ ვებ-გვერდზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ბათუმი იმ 250 ქალაქს შორისაა, რომელიც ლტოლვილებს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს. კამპანია ითვალისწინებს ლტოლვილების საზოგადოებრივ ინტეგრაციას. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ომის, ძალადობისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს- თითქმის 83 მილიონს მიაღწია.