პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. საკითხს კანონმდებლებმა დღეს მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.
თუმცა ამ დრომდე რჩება სადავო საკითხები. მათ შორის არის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირებაც. ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე პარტიებს ჰქონდათ ვალდებულება საარჩევნო სიაში ყოველი მეორე ქალი ყოფილიყო, ახლა ეს ყოველი მესამეთი იცვლება. თუმცა უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ცვლილება ქალთა რაოდენობრივ წილს არ ცვლის.