მაიამიში 12 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი.
უბედური შემთხვევა კოლინზ ავენიუს სანაპიროსთან მოხდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ვაშინგტონში კი საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
კონსტრუქციის ნაწილი გზატკეცილზე ჩავარდა, სადაც მსუბუქ ავტომობილებში მსხდომები დაშავდნენ. დაზიანდა სატვირთო ავტომობილიც, რომლის ცისტერნიდან საწვავი დაიღვარა.