სხდომათა დარბაზში დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თაკო ჩარკვიანი და ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი მას შემდეგ, რაც ოცნების დეპუტატმა საუბარი 2008 წლის ომზე დაიწყო. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერები მუდმივად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ და მათი რიტორიკა ისეთია თითქოს საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომის. ამის მიზეზი კი მისი თქმით, მხოლოდ ისაა, რომ მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის თავდასხმაზეა ორიენტირებული.