რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

22 ივნისი 2021, 14:36 1091 ნახვა

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას  ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

რეგულირების სააგენტოს განცხადებით, საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.

საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი