საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 521-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 911 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 947 აქტიური შემთხვევაა ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამეში აჭარაში გამოვლინდა ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა, კლინიკაში მკურნალობს 179 ადამიანი, კრიტიკულად იმყოფება 12 პაციენტი.