ბოლნისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.