თბილისის საქალაქო სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვალის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, დედა და მამინაცვალი ერთი წლის განმავლობაში, 6 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ.