ქობულეთის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარედ, ბობოყვათის აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი იმ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
აქციის მონაწილეებმა დაახლოებით ორი საათის წინ რკინიგზა გადაკეტეს და მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილობრივები ხელისუფლებას იმ მიწების დაკანონებას სთხოვენ, რომელიც მათი თქმით, ოჯახების ისტორიული საკუთრებაა თუმცა დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.