ნაზი ჯანეზაშვილი: ''ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში''

18 ივნისი 2021, 11:07 192 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება, მედიასთან შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს დააფუძნოს ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტის მიერ ოთხი წლის ვადით იყო არჩეული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში