ვატიკანის სახელმწიფოში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებით სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.
აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან განიხილა.