გუმათში რკინის ჯებირები აიღეს. აქტივისტების თქმით, რიონის ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას.