2020 წელს თეატრებში სპექტაკლების რაოდენობა 80 პროცენტით, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა კი 86 პროცენტით შემცირდა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგი. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, მეორე ადგილზე კი იმერეთია. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ თეატრებმა მუშაობის განახლება 4 თვის წინ შეძლეს, თუმცა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას სახელოვნებო სფერო ჯერ ვერ დაუბრუნება, ამაზე დადგეგმილი სპექტაკლების რაოდენობა მეტყველებს, თანაც ბილეთების საერთო რაოდენობის ნახვერის გაყიდვაა შესაძლებელი, რაც თეატრების ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.