რამდენიმე წუთისწინ დასრულებული ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.ცოტა ხანში, პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამართავენ. ეს ბაიდენის პირველი შეხვედრა იყო პუტინთან პრეზიდენტის რანგში, სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი თემა უნდა ყოფილიყო საქართველო და უკრაინა. მისალმება დაიწყო პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბევრი საკითხია, რომელსაც მაღალ დონეზე განხილვა სჭირდება. ბაიდენმა კი ხაზი გაუსვა, რომ არსებობს უთანხმოება რიგ თემებზე და საჭიროა რაციონალური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების პრეზიდენტების შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. კრემლის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებდნენ. პუტინი აეროპორტიდან შეხვედრაზე ავტოკოლონის თანხლებით გაემგზავრა, რომელშიც, სულ მცირე, 17 მანქანა იყო - ამ რაოდენობაში არ ითვლება პოლიციის მანქანები.