ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე იყოს ხისტი. ეგილს ლევიტსი ამერიკელ კოლეგას ურჩევს , პუტინს აგრძნობინოს, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი უპასუხოდ არ დატოვებს“. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აჩვენოს, რომ „აშშ ძლიერია და ნატო-სთან ერთად გაცილებით მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე რუსეთს“.
ჯო ბაიდენს პუტინთან შეხვედრის წინ ევროპარლამენტარებც მიმართავენ და აშშ-ის პრეზიდენტს, მოუწოდებენ, პუტინი მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილოს. ტვიტერზე განთავსებულ ვიდეოგზავნილში პოლონელი ევროდეპუტატი რადოსლავ შიკორსკი მოუწოდებს აშშ-ის ლიდერს, გადასცეს პუტინს, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების შანტაჟს, მაშინ აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ წინააღმდეგ სანქციებს ხელახლა დააწესებს. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, დღეს ჟენევაში გაიმართება.
რამდნიმე წუთის წინ რუსეთის პრენდენტი ჟენევაში ჩაფრინდა.