ისრაელში კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებენ

15 ივნისი 2021, 14:33 822 ნახვა

ისრაელში მოქალაქეები პირბადეების ტარების ვალდებულებისგან არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ სივრცეებშიც თავისუფლდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედებს და პირბადეები უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური დაწესებულების, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა და სტუმრებმა, თუკი ისინი ვაქცინირებულები არ არიან, ან ვირუსი ჯერ არ გადაუტანიათ, კარანტინში მყოფმა პირებმა და ავია მგზავრებმა. 

ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში 12 – დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია გასულ კვირას დაიწყო. ისრაელში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აპრილიდან აღარ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში