დღეს ბათუმის სასამართლო მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცმსაჯულებთან ერთად დაიწყებს. ბათუმის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცები განაჩენს პირველად გამოიტანენ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეა.
საუბარია გასულ წელს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე. კაცს დანით ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენეს, სამედიცინო დაწესებულებაში კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ მალევე დააკავა ერთი ადამიანი.