განცხადებები ნინოწმინდის პანსიონზე

11 ივნისი 2021, 19:50 924 ნახვა

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობასა და სასტიკად მოპყრობას  გმობს. ჯგუფი იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი კი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატს ბენეფიციარები უკავშირდებიან, რომლებიც მათივე თქმით და მძიმე ისტორიებზე ყვებიან. ბავშვების ინტერესები უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის. - ასე ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" - ამ წარწერით  აქტივისტებმა დღეს, პროტესტის ნიშნად, ფურცლები  დეპუტატებს თავზე გადააყარეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი