ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

11 ივნისი 2021, 18:52 1159 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში ორივე ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. მეოთხედფინალში დამარცხებული ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.  ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. მან ჯერ ნიდერლანდელ სიმეონ კატარინა დაამარცხა, შემდეგ კი კარიერაში პირველად, იაპონელ კენტარო იიდას აჯობა. სამწუხაროდ, ვარლამმა მეოთხედფინალში სერბ ალეკსანდარ კუკოლთან იპონით წააგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელი არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში  ნიდერლანდელ მიქაელ კორელს შეხვდება. 19 წლის ილია სულამანიძემ მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან იპონით წააგო, იქამდე კი თურქ მერტ სისმინლარს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და მონღოლ ოტგონბაათარს მოუგო. რეპეშაჟში სულამანიძემ ფრანგი ალექსანდრ იდირი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის კანადელ შედი ელნაჰასს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში