პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი ჩააგდო. დოკუმენტს მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა. ახლა მუშაობა “ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით განხილული და მიღებულია. ამნისტიის შესახებ ნებისმიერი კანონპროექტის წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობა“.