აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, განიხილეს საქართველოს უნიკალური კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეერთებული შტატებისა და საქართველოს ახლო თანამშრომლობა.
''ილია მეორემ და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რიკერმა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და რწმენის ათასწლეულნახევრის ფასდაუდებელი დანატოვარის, ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი განიხილეს. პროგრესის გასაცნობად რიკერმა ადგილზე მოინახულა ჯვრის მონასტერი და შეხვდა პარტნიორებს ჩუბინაშვილის ცენტრიდან, რომელიც ახორციელებს $600,000 დოლარის ღირებულების პროექტს და რომლის ფარგლებშიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით შენარჩუნდება მონასტრის ფასადი და სხვა ნაწილები.
შეერთებულმა შტატებმა რესტავრაციის, შენარჩუნებისა და საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გასული ოცი წლის განმავლობაში $2 მილიონ დოლარამდე ღირებულების დაახლოებით 21 პროექტი განახორციელა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.