ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია

10 ივნისი 2021, 22:03 2939 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" საკუთარ სტადიონზე აუტსაიდერი "თელავი" მიიღო და 3-0 დაამარცხა.

პირველ ნახევარში მიუხედავად ბათუმელთა უპირატესობისა გოლი არ გასულა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში ისევ აქტიური იყო გეგუჩაძის გაწვრთნილი დინამო 50-ე წუთზე გიული მანჯალაძის ჩაწოდებას ჯიღაური გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გახსნა და ბათუმელები დააწინაურა.

5 წუთში ფანცულაია კარგ პოზიციაში გადიოდა, რომელიც ახალგაზრდა მცველმა ვაჟა ფაცაციამ წესების დარღვევის ფასად შეაჩერა და მთავარი არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო დარტყმა მამუჩაშვილმა შეასრულა, რომელზეც რეაგირება ჩოჩიშვილმა შეძლო, შემდეგ კი ძელმა იხსნა კახელების კარი.

76-ე წუთზე თელაველებმა საკუთარ საჯარიმოსთან შეცდომა დაუშვეს, რითაც ბენჟამინ დაიტიმ ისარგებლა და ყოფილი გუნდის კარში გიორგი ნიქანაძეს გაატანინა და ბათუმელები ორბურთიანი სხვაობით წინ გავიდა.

86-ე წუთზე ნიქაბაძემ გიორგი ზარია მეკარის პირისპირ დატოვა და საბოლოო ანგარიში 3-0 დაფიქსირდა.

34 ქულით ბათუმის "დინამო" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე ადგილზე 32 ქულით თბილისის "დინამო" იმყოფება.

შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის "დინამო" 14 ივნისს წყალტუბოში "სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 მაისის სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში