ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი

10 ივნისი 2021, 17:52 844 ნახვა

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ხვალ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარეთან, კათოლიკოს-პატრიარქთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტი ნაუსედა ადგილზე გაეცნობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან შექმნილ ვითარებასაც. ამ მიზნით დღეს იგი ხურვალეთში ჩავა, რის შემდეგაც მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი