“ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები”-კვლევა

10 ივნისი 2021, 17:49 6297 ნახვა

„ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის  მიხედვით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია. ანგარიშის მიხედვით, კვლევისას მოხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებიც მათი ინფომრაციით, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს. ამავე პერიოდში წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია. კვლევაზე შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში