არასრულწლოვანის დაკავება​

09 ივნისი 2021, 20:17 29952 ნახვა

ბათუმში არასრულწლოვნის დაკავებას აპროტესტებენ ოჯახის წევრები. 15 წლის მოზარდი დღეს დილით ფოთში, ნათლიის ოჯახში დააკავეს და იგი ამჟამად დედასთან ერთად აჭარის მთავარ სამმართველოში  გამოკითხვაზე  იმყოფება. მანამდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაბუასთან მყოფი 21 წლის ძმა დააკავეს, რა დროსაც მისი თქმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბათუმში გადმოიყვანეს. გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვანი ძმის ადგილმდებარეობით იყვნენ დაინტერესებული და მალევე გაათავისუფლეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში