უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ნოდარ ნაკაშიძე გახდა

10 ივნისი 2021, 16:20 1176 ნახვა

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ნოდარ ნაკაშიძე გახდა. ნოდარ ნაკაშიძემ 72 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

თავმჯდომარის პოსტზე 5 კანდიდატი იყრიდა კენჭს, მაგრამ ერთმა კანდიდატმა ნუგზარ ეკელიძემ  კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა.

თავმჯდომარის არჩევას წინ კამათი უძღოდა. დელეგატების ნაწილი თვლიდა, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო ობიექტური, რომელიც კავშირისთვის გამოყოფილ თანხებს გამჭვირვალედ განკარგავდა.

დღესვე ფილიალის გამგეობის წევრები და უსინათლოთა კავშირის ყრილობის 7 დელეგატიც აირჩიეს.

აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში, 106-პირმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო დელეგატების ასარჩევად 105-პირმა.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ყოველ 5-წელიწადში ერთხელ ტარდება.

აჭარის უსინათლოთა კავშირში 420 პირია რეგისტრირებული.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი