ინტერნეტის სივრცის თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში საქართველოს ინტერნეტის სივრცის თავისუფლების მხრივ ევრაზიის რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა აქვს. საქართველო ისევე როგორც შეერთებული შტატები, კანადა და ევროკავშირის სახელმწიფოები, რუკაზე მწვანე ფერით არის აღნიშნული. ანგარიშსს ორგანიზაცია ''ფრიიდამ ჰაუსი'' აქვეყნებს. ის ინფორმაციას 65 ქვეყნის შესახებ მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, ზეწოლისგან თავისუფალია ინტერნეტსივრცე სომხეთშიც, ნახევრად თავისუფალია უკრაინაში. რუსეთსა და თურქეთში კი რთული მდგომარეობაა. ანგარისში გაკრიტიკებულია რუსეთის ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს.