რეზერვისტთა სწავლება

10 ივნისი 2021, 10:06 679 ნახვა

რეზერვისტთა სწავლება მიმდინარეობს საველე ბანაკ „პალდოში“. უწყების ინფორმაციით,  რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის. 

საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან. რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ.

პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში