ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა თანხის სანაცვლოდ კურსის დამთავრების ყალბი მოწმობები გასცეს.
სასჯელი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.