გახარიას განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები

09 ივნისი 2021, 14:56 934 ნახვა

20 ივნისი ჩემი მორალური ტვირთია და  მე  ტვირთს ვატარებ  - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ  ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხიმგებლობას არ გაურბის. მან ასევე თქვა,  რომ  20 ივნისის დარბევა „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარესთან შეთანხმებული  არ იყო და ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა  არაფერი იცოდა. გიორგი გახარიამ გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე და მას  "კურდღელი" უწოდა. გიორგი გახარიას განცხადებები შეაფასეს პოლიტიკოსებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი