20 ივნისი ჩემი მორალური ტვირთია და მე ტვირთს ვატარებ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხიმგებლობას არ გაურბის. მან ასევე თქვა, რომ 20 ივნისის დარბევა „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა.
გიორგი გახარიამ გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე და მას "კურდღელი" უწოდა.