დღეიდან ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი განახლდა

09 ივნისი 2021, 11:35 9229 ნახვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.

წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ოპერატორი დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.

ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს, ასევე ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

ქორწინების სახლებში საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ხალხმრავალი წვეულებები, მათ შორის ქორწილიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი