ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

08 ივნისი 2021, 16:50 435 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში მიმდინარე ტურინი წარმატებით დაიწყო.

ბასილაშვილი პირველ წრეში გერმანელ დასტინ ბრაუნს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3,7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნ​იკას მეტოქე მერვედფინალში მარინ ჩილიჩსა და რუდოლფ მოლკერს შორის საუკეთესო იქნება.

მერსედესის თასი atp-ის 250 ქულიანი ტურნირია, რომლის საპრიზო თანხაც 618 735 ევროა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში