ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ლაბორატორული წარმოშობის მტკიცებულების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს. დოქტორმა სტივენ კუეიმ და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ მიულერმა განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ს აქვს გენეტიკური კვალი, რომელიც არ ახასიათებს ბუნებრივ კორონავირუსს. სპეციალისტებმა კოვიდ-19-ში გენომების თანმიმდევრობა აღმოჩინეს. მას ხშირად ვირუსების გადადებისა და ლეტალობის გასაძლერებლად იყენებენ. იგი ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხდება. ბუნებრივ კორონავირუსებს „სარსა“ და „მერსს“ ასეთი თანმიმდევრობა არ აქვთ- ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები. მანამდე ბრიტანელი პროფესორი და ნორვეგიელი ვირუსოლოგი აცხადებდნენ, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა შექმნეს „სარს-კოვ-2“, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვა სცადეს ისე, რომ ყველა მტკიცებულება ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებდეს. პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კოვიდ-19-თან დაკავშირებით პუბლიკაციებისადმი ღია და საპასუხისმგებლო პოზიციას . ვაშინგტონის მცდელობას გამოიძიოს კოვიდ-19-ის წარმოშობა, ჩინეთი პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.