ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

05 ივნისი 2021, 12:05 1063 ნახვა

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ.

წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა. ორკვირიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა კოორდინირებულად მოქმედებასა და საინჟინრო დაბრკოლებების მოწყობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევები დახვეწეს.

ქვედანაყოფებმა ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო დაზვერვა, დანაღმული ველების მომზადება და ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გადალახვა როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში