ტურისტული სეზონი ოფიციალურად მალე გაიხსნება. დამსვენებლის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო ტურიზმია, რისი ერთ ერთი მთავარი პირობა სექტორში მომუშავე სექტორში დასაქმებულების ვაქცინაციაა. ვაქცინის მოლოდინშია ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე ობიექტებიც. სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო და წარმატებული სეზონისთვის მნიშვნელოვანია აცრა მცირე დროში მოესწროს. სექტორიდან ჯერ მხოლოდ ისინი აიცრნენ, ვინც საერთო პორტალზე ინდივიდუალურად დარეგისტრირდა.