ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სამწლიანი პაუზის შემდეგ ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები შევიდნენ. პანსიონის ტერიტორიაზე მათი შესვლა დილიდან შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ დაწესებულებაში შესვლა მაინც მოახერხეს.
ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან. მათივე თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან, ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება.
დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 96 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია. სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ.
ჩამოერთმევა თუ არა პანსიონს ლიზენცია - ეს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების დასკვნაზეა დამოკიდებული.