აჭარის უმაღლეს საბჭოში საღამომდე გაგრძელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიშის მოსმენა. ჯაბა ფუტკარაძემ დეპუტატებს ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი განცხადებით, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 102 პროცენტით შესრულდა. მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
ჯაბა ფუტკარაძემ განმარტა, რაში დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.