საქართველოში კორონავირუსი 833 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

03 ივნისი 2021, 10:57 1244 ნახვა

საქართველოში კორონავირუსი 833 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 205 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 19.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,91 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 983 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 330 721 გამოჯანმრთელდა, 4 853 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში