თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრები 5000 ლარს მიიღებენ 

02 ივნისი 2021, 11:28 1582 ნახვა

თბილისის მერის განცხადებით, ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000 ლარს გადასცემენ. კახი კალაძის თქმით, განცხადების მიღება 2 ივნისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. 

პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად კი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შეიტანონ. 

,,ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ პანდემიის გამო და მუშაობა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ მათ. სუბსიდირებას მიიღებს ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არ არის ლიკვიდირებული.

დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70 ობიექტი და დაახლოებით  350 000 ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით'' - განაცხადა კახი კალაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი