მოქალაქეები თურქეთში გადასვლას მოწვევის გარეშე, მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ

01 ივნისი 2021, 13:11 2231 ნახვა

1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება შეეძლებათ, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე პისიარ ტესტის ჩატარებიდან, 72 საათში შეძლებს  უკან დაბრუნებას, სამ დღეში განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებს. ან მეორე ალტერნატივა არის, მას 8 დღიანი თვითიზოლაცია მოუწევს. 

რაც შეეხება მოწვევებს, აღნიშნული დოკუმენტი საჭირო აღარ არის. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახმელეთო და საჰაერო საზღვრის კვეთაზე ერთი და იგივე რეგულაცია მოქმედებს. 

საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი გასული წლის მარტში ჩაიკეტა. ივლისიდან კი თურქეთში სამუშაოდ წასვლა მიწვევის საფუძველზე იყო შესაძლებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი