წირვა ქრისტეს ენაზე

13 ნოემბერი 2016, 00:00 3759 ნახვა

ბათუმის მირქმის სახელობის ტაძარში ამ წუთებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, ლიტურგიას ქართულ-არამეულ ენაზე ტაძრის მოძღვარი მამა დავითი და ასურელი ბერ-მონაზონი სერაფიმე ბიტ ხარიბი ატარებენ. მართლმადიდებელი ასურელების მოძღვარი მამა სერაფიმე ბათუმში გუშინ 2 ბერთან და 6 მგალობელთან ერთად აქ მცხოვრები ასურელების მოწვევით ჩამოვიდა. მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში ქრისტეს ენაზე წირვას პატრიარქის კურთხევით უკვე 6 წელია აღავლენს. ეს ამ დროისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც მართლმადიდებლური ლიტურგია არამეულ ენაზე ტარდება. ღვთისმსახურებაზე დასასწრებად ქანდაში მრევლი როგორც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი