მოსალოდნელია აგვისტოდან ისევ იყოს კოვიდის შემთხვევების ზრდა - ამირან გამყრელიძე 

01 ივნისი 2021, 11:46 1589 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არის გამორიცხული აგვისტოდან კვლავ დაფიქსირდეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება. 

''მსოფლიოში სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. დღეს 359 000 ახალი შემთხვევაა, ეს რაოდენობა ინდოეთში პიკის დროს მხოლოდ იმ ქვეყანაში დღიურად იყო.

შემთხვევათა რაოდენობა ევროპაში და მათ შორის საქართველოში მოდის ქვემოთ, დაღმასვლა კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, მაგრამ პროგნოზირების სხვადსხვა ინსტიტუტების მონაცემებით მოსალოდნელია რომ აგვისტოდან ისევ იყოს შემთხვევების ზრდა. 

ამიტომ, თუ ჩვენ დავიცავთ რეკომენდაციებს და რეგულაციებს ნაკლები იქნება ალბათობა, თუ არა - ამის რისკი არსებობს'' - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი