თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი ვახო სანაია გამოკითხეს. ჟურნალისტის თქმით, მოსამართლეს მასზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გამოკითხვიდან გამოსულმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ პირადი მოტივი არ ამოძრავებს, მაგრამ სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს.