საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს, განსაკუთრებული ხმაური მეორე საკითხს მოჰყვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 836 ათასი ლარი გამოიყო. თანხა თანაბრად გადანაწილდება სხვადასხვა სოფელზე და ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
ენმ-ში მიიჩნევენ, რომ პროექტი წინასაარჩევნოდ აამოქმედეს და ამით ამომრჩეველზე ზემოქმედება სურთ.