''ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დამატებით კიდევ ერთი კარავი „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გაშალეს.ვარლამ გოლეთიანის თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც კომპანია „ენკას“ თანამშრომლები რიონის ხეობაში გადაადგილდებოდნენ.
გოლეთიანის თქმით, იმის გამო, რომ კომპანიის კუთვნილი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ხეობაში გატარება აღარ მოხდეს, კარავი გაიშალა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ დროისთვის კარვები ოთხ ადგილზე აქვთ გაშლილი.